logo

ჩვენ შესახებ

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი ადვოკატი საერთო სპეციალიზაციით თათია თოხაძე

განათლება:

2010 წელს დაამთავრა თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნდივერსიტეტი – ფაკულტეტი სამართალმცოდნეობა (ხარისხი ბაკალავრი).

2021 წლიდან -დღემდე სწავლობს – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში – ფაკულტეტი- საჯარო სამართალი (ხარისხი მაგისტრატურა).

2017 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო-ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით .

2022 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის მიმართულებით .

2021 -2022 წელს მოიპოვა დამატებითი სპეციალიზაცია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებასა და ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით .

სამუშაო გამოცდილება:

2010-2013 წლებში – მუშაობდა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში მთ. სპეციალისტის პოზიციაზე;

ფუნქცია მოვალეობები – პირადობებზე, პასპორტებზე , სამოქალაქო აქტების რეგისტრაციისა და განმეორებით ჩანაწერებზე განაცხადების მიღება, მოქალაქეობებეზე, ბინადრობებზე, აპოსტილსა და ლეგალიზაციებზე განაცხადების მიღება და შესაბამისი გადაწყვეტილებების მომზადება;

2013 – 2018 წლებში – მუშაობდა სსიპ იუსტიციის სახლში (ბათუმის ფილიალში) ხანგრძლივი სივრცის ოპერატორის პოზიციაზე;

ფუნქცია- მოვალეობები: იღებდა განცხადებებს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სერვისებისა და აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისების მიმართულებით, არეგისტრირებდა სააღსრულებლო ფურცლებს, ფულადი გადახდევინების შესახებ ბრძანებებს, იღებდა განცხადებებს აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისების მიმართულებით და გასცემდა შესაბამის კონსულტაციებს.

2018 წლიდან დღემდე- არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი ადვოკატი საერთო სპეციალიზაციით და ეწევა აქტიურ საადვოკატო საქმიანობას სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით ;

2018 წლიდან დღემდე- მუშაობს შპს საგანმანათლებლო საკონსულტაციო ჯგუფში იურისტის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

უწევს იურიდიულ მომსახურებას სსიპ ქედის მუნიციპალიტეტის 14 საჯარო სკოლას , უმზადებს სხვადასხვა სამართლებრივი აქტების (სამეურვეო, პედაგოგიური საბჭოს , ბრძანებებისა და ა.შ. )პროექტებს , უწევს იურიდიულ კონსულტაციებს.

ასევე უწევს იურიდიულ მომსახურებას სხვადასხვა კერძო ორგანიზაციებს და ფიზიკურ პირებს.

2022 წლიდან არის მენტორი ადვოკატი და აქტიურად ღებულობს მონაწილეობას დამწყები ადვოკატების პრაქტიკულ გადამზადებაში.