100,00 ₾
მეუღლეთა განქორწინებისას მათ მიერ ან/და ერთ-ერთი მათგანის მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება იყოფა თანაბრად.
იმ შემთხვევაში თუ ერთ-ერთი მეუღლე ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი, განქორწინების შემთხვევაში იგი მაინც ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონების ნახევარს მიიღებს.
ქონებაში იგულისხმება როგორც უძრავი ქონება (ბინა, მიწის ნაკვეთი, შენობა-ნაგებობა), ისე მოძრავი ქონება (ავტომანქანა, საყოფაცხოვრებო ნივთები და სხვა).
განქორწინებისას მეუღლეებს შორის არ იყოფა ინდივიდუალური სარგებლობის ნივთები, ასევე დაქორწინებამდე მათი კუთვნილი ქონება ან ქორწინების დროს მემკვიდრეობითა და ჩუქებით მიღებული ქონება.
შესაძლებელია სასამართლოს მეშვეობით გადიდდეს ერთ-ერთი მეუღლის წილი იმის გათვალისწინებით, რომ მასთან ცხოვრობენ არასრულწლოვანი შვილები, რომ ის შრომისუუნაროა, ან/და თუ მეორე მეუღლე ხარჯავდა საერთო ქონებას ოჯახის ინტერესების საზიანოდ.
აღსანიშნავია, რომ მეუღლეებს შორის ქონების გაყოფასთან ერთად შესაძლებელია მოხდეს მათ მიერ ქორწინების პერიოდში ან ერთ-ერთი მეუღლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების გაყოფაც. მაგალითად თუ ქორწინების პერიოდში მეუღლემ აიღო სესხი, რომელიც მოახმარა ოჯახს, ასეთ შემთხვევაში, განქორწინებისას მეორე მეუღლეს ეკისრება ამ სესხის თანხის ნახევრის გადახდა.
შესავსებ ფორმასთან დაკავშირებით, თუ დაგჭირდებათ პროფესიონალი იურისტის დახმარება, გთხოვთ ჩაეწეროთ კონსულტაციაზე.
გაითვალისწინეთ, კონსულტაციაზე ჩაწერა შესაძლებელია: ონლაინ შეხვედრის ჩანიშვნით და ადგილზე საადვოკატო ოფისში